13:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 14:34:48, 1924 ნახვა

საზოგადოება
„ავერსი-რაციონალსა“ და „სოლიდარობის ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის  ფონდსა და კომპანია „ავერსი-რაციონალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

მემორანდუმის თანახმად, კომპანია „ავერსი-რაციონალი“ ფონდის მხარდასაჭერად თანამშრომლობის შემდეგ მექანიზმს გააქტიურებს: კომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ სოლიდარობის  ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად.

„მემორანდუმი ითვალისწინებს „ავერსი-რაციონალის“ თანამშრომლების ჩართულობას ითვალისწინებს  სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში თავისი შენატანებით. ამ შემთხვევაში „ავერსი-რაციონალი“ აკეთებს ამის ორგანიზებას  და ასევე უქმნის თავის თანამშრომლებს  სტაბილურ გარემოს,  რაც მათ  საშუალებას აძლევს, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში“, - განაცხადა მალხაზ კურტანიძემ.

როგორც „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ აღნიშნა, „ავერსი-რაციონალის“ მხარდაჭერა უპრეცედენტოა.

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ავერსი-რაციონალის“ ადმინისტრაციას, მის თითოეულ თანამშრომელს ამ უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის. დღეს  ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი გულისხმობს ყოველთვიურად თანამშრომლების ნებაყოფლობით ჩართულობას  და გარკვეული თანხა გადაირიცხება ყოველთვიურად „სოლიდარობის ფონდში“. ეს თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვების მკურნალობას მოხმარდება“,-განაცხადა სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics