02:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 11:19:56, 2513 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
მთავრობა მოქალაქეებს საფონდო ბირჟაზე ქარის ელექტროსადგურის პროექტში წილის შეძენას სთავაზობს

მთავრობა მოქალაქეებს ქარის ელექტროსადგურის პროექტში წილის შეძენას სთავაზობს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, წილის შეძენაზე საჯარო შეთავაზება საფონდო ბირჟაზე გაკეთდება:

„ქარის  ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც განხორციელდა და დასრულდა 2016 წელს წარმატებით, ენერგეტიკის  სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის  და საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით,  გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ასეთი პრეცედენტი, რომ საჯარო შეთავაზება გავაკეთოთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე, პირველად  შევათავაზოთ  ჩვენს მოქალაქეებს, რომ შეიძინონ წილი  ამ პროექტში. ეს არის პრივატიზაციის ასეთი ფორმა, რომელიც  ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს საფონდო ბირჟას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება  იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და მიეცემათ შანსი ადგილობრივ ინვესტორებს ასევე, რომ შეიძინონ  ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი საჯარო შეთავაზებისთვის, ადგილობრივ საფონდო  ბირჟაზე, რაც ძალიან კარგი პრეცენდენტია  და ეს არ იქნება ერთადერთი პრეცენდენტი. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გადავდგამთ  არაერთ ნაბიჯს. ვფიქრობ, მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ჩვენი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics