|
2017-06-21 14:55:34, 2028 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს განიხილავენ
ქუთაისში მდებარე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით სულ სამი საკითხია გათვალისწინებული. კერძოდ, განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხებია: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ , I და II მოსმენა და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“, I და II მოსმენა. ამ წუთებში პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს განიხილავს. მომხსენებელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ასარჩევად წარმოდგენილია 33 პირის კანდიდატურა, რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ესენი არიან: იგორ კოპალიანი, ვალერიან გავაშელი, ლევან გზირიშვილი, ქეთევან ბექაური, ლევან ბერიძე, ირმა გელაშვილი, მაგური ლიპარტელიანი, რაჟდენ კუპრაშვილი, სულხან ონიანი, შალვა ქურდაძე, იოსებ ვარძელაშვილი, ნოდარ პაპუკაშვილი, თეა ჯუღელი, ლალი გზირიშვილი, პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე, მარინე კვაჭაძე, ნინო ნიშნიანიძე, ამირან ზენაიშვილი, ალექსანდრე ჩხიტაური, ინგა ბერიძე, თამაზ კაპანაძე, ირაკლი ჩხარტიშვილი, ზაზა ხარებავა, მაია ივანიძე, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, გრიგოლ გაგნიძე, ავთანდილ კახნიაშვილი, ბესიკ სისაძვე, ავთანდილ აბაშიძე, ზურაბ აზნაურაშვილი. კიდევ ერთი კანდიდატის ლევან ჯოხაძის დოკუმენტაცია, როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, არ არის სრულად შესაბამისობაში კანონის მოთხოვნებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)