12:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 20:51:51, 2068 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს.

რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ პირველი და მეორე მოსმენის საკითხი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხები განიხილება.

“პრეზიდენტს გავუგზავნეთ წარდგინება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, თუმცა პარლამენტს უარი ეთქვა პრეზიდენტის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, უფლებამოსილნი ვართ, შევიკრიბოთ საკუთარი ინიციატივით. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილია სულ ორი საკითხი, ეს არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი და მეორე: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics