12:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 16:20:12, 1895 ნახვა

საზოგადოება
Microsoft-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებით პროექტ „Tech4Good”-ის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, Microsoft-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებით  პროექტ „Tech4Good”-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზიები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

„Tech4Good“, Microsoft-ის გლობალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და იგი კომპანიის ფილანტროპული საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც  70 000-ზე მეტ არაკომარციულ-არასამთავრობო ორგანიზაციას 1 მილირადი დოლარის ღირებულების სერვისების უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს.   

„Tech4Good“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში, 2010 წლიდან დღემდე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ  Microsoft-ის უფასო პროდუქტები უკვე მიიღო. 

 ჯამში,  მხოლოდ საქართველოს მასშტაბით 600,000 აშშ დოლარის ღირებულების ქლაუდ სერვისი და სოფტი  უფასოდ გაიცა არაკომერციულ-არასამთავრობო სექტორზე. 
მიმდინარე წელს კი ინიციატივის ფარგლებში უკვე 288,000 აშშ დოლარის პროდუქციაა უფასოდ მიწოდებული. 
როგორც შეხვედრაზე PH International-ის დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მედიათეკაში გამართული ღონისძიებები Microsoft-ისა და PH International-ის ერთობლივი ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შუწყოს არაკომერციულ ორგანიზაციებს მათი მუშაობის ეფექტურობის გაზრდას. 

 Microsoft-ი ამ ორგანიზაციებს უფასოდ, ან ძალიან მაღალი ფასდაკლებით სთავაზობს საკუთარ პროდუქტებს, რაც ფაქტიურად ნიშნავს ორგანიზაციების ინფორმაციული და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განახლებას ბიუჯეტის გარეშე“. - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

ღონისძიებაზე ის ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც უკვე  აღნიშნული პროდუქტებით სარგებლობდნენ, ან გეგმავენ ჩაერთონ კამპანიაში. 

სტუმრებმა სექტორის წარმომადგენლებს  უკვე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს,  თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს არასამთავრობო სექტორმა შეთავაზებული ინოვაციური მომსახურება და მიიღოს ახალი სერვისი ფასდაკლების სისტემით ან სრულიად უსასყიდლოდ. 

ღონისძიებაზე Microsoft-ის წარმომადგენებმა ისაუბრეს  Microsoft Azure-ის შესახებ ისაუბრეს,  რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ჰქონდეთ საკუთარი მონაცემთა ცენტრები (სერვერები),  შეხვედრაზე ასევე, წარმოდგენილი იყო კომპანიის ახალი პროდუქტი, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ეკონტაქტონ დონორებს და საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტური საშუალებებით. 

განხილულ იქნა ასევე Office 365-ის შესაძლებლობებიც, რომელიც უზრუნველყოფს Outlook, Word, Excel და Power Point-ის ონლაინ ვერსიების ონლაინ გამოყენებას.

"Tech4Good" ღონისძიება თბილისში  Microsoft-ის მიერ არის ორგანიზებული, PH International-თან პარტნიორობით. 

 PH International საერთაშორისო ლიდერია ეფექტური და მაღალხარისხიანი პროგრამების მიწოდებით და საქართველოში აქტიურად მუშაობს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics