12:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 13:42:01, 1763 ნახვა

საზოგადოება
მეტროში საბურთალოს ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა

მეტროში საბურთალოს ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა.

„ამ დრომდე მოძრაობდა 6 3-ვაგონიანი შემადგენლობა.  მოთხოვნის შესაბამისად, დილიდან დაემატა მეშვიდე სამვაგონიანი  შემადგენლობა. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას“, - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics