17:45 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 14:37:19, 311 ნახვა

ნარმანია: სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მოცულობითი მშენებლობა ვაკის პარკში არ უნდა განხორციელდეს

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“  მოცულობითი მშენებლობა ვაკის პარკში არ უნდა განხორციელდეს“,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
თბილისის მერი სასტურო „ბუდაპეშტიის“ ინვესტორებს მოუწოდებს, გადახედონ მშენებლობის პროექტის მოცულობა, რადგან არის იმის საშიშროება, რომ მომავალში უფრო მეტი ხე მოიჭრება.
„ვაკეში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი  ერთხელ უკვე განვიხილეთ და ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთი მოცულობითი მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.  თუმცა მშენებლობის საკითხი ამჟამად სასამართლოშია გასაჩივრებული და მის ირგვლივ დავა მიმდინარეობს.  შესაბამისად,  ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ  შესაძლოა  მომავალში ხეების დამატებით გაჩეხვის აუცლებლობა გაჩნდეს.   კომპანიას ვთავაზობთ, რომ  სასტუმროს მშენებლობის პროექტის მოცულობას გადახედოს. რაც შეეხება დარღვევებს, გამოვლენილი იყო  მცირედი დარღვევა და ჩვენმა ზედამხედველობის სამსახურმა მასზე რეაგირება მოახდინა.  შედეგად კი, ობიექტი დაჯარიმდა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics