2017-06-19 18:43:05, 2748 ნახვა
მსოფლიო
პარიზში ელისეის მინდვრების მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებული
პარიზში, ელისეის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, - ამის შესახებ France24 იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია.
როგორც France24 თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, ადგილზე ავტომობილი იწვის. კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, მანამდე ავტომობილი პოლიციის ავტომობილს დაეჯახა.
მედიის ცნობით, მანქანის მძღოლი დაკავებულია. ამასთან, პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი ამ რაიონს აარიდონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან