|
2017-06-19 15:47:19, 2119 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვახტანგ ხმალაძე: საქართველოსთვის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება ძალიან პრობლემურად მიმაჩნია
კონსტიტუციონალისტი, „შენების მოძრაობის“ წევრი, ვახტანგ ხმალაძე საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების მომხრე არაა. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მმართველობის ეს ფორმა საქართველოსთვის ძალიან პრობლემურია. ხმალაძის განმარტებით, იშვიათია შემთხვევა, სადაც მმართველობის სხვა ფორმა იყო და შემდგომ დაუბრუნდნენ კვლავ მონარქიას, მაგრამ ასეთ შემთხვევებში წყვეტა იყო ხანმოკლე, საქართველოში კი წყვეტის ხანგრძლივობა 2 საუკუნეზე მეტია. „არის სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს კონსტიტუციური მონარქიის ფორმა, თუმცა აქ ერთი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ კონსტიტუციური მონარქიის ფორმა აირჩიეს მაშინ, როდესაც იმ სახელმწიფოებში არსებობდა მოქმედი მონარქი. არაკონსტიტუციური, მაგრამ მოქმედი მონარქი, მეფე, ან დედოფალი. შემდეგ ასე გადავიდნენ კონსტიტუციური მონარქიის ფორმაზე. იშვიათია შემთხვევა, სადაც იყო წყვეტა, ანუ მონარქია აღარ იყო, იყო მმართველობის სხვა ფორმა და შემდგომ დაუბრუნდნენ კვლავ მონარქიას, მაგრამ ასეთ შემთხვევებში წყვეტა იყო ხოლმე ხანმოკლე, იმდენად ხანმოკლე, რომ როგორც წესი, იმ დროს ცოცხალი იყო, ან ყოფილი მონარქი, ან იმ ყოფილი მონარქის პირდაპირი მემკვიდრე. ასე არის ისტორიულად. ჩვენთან ეს მე ძალიან პრობლემურად მიმაჩნია, რადგან ჩვენთან წყვეტის ხანგრძლივობა 2 საუკუნეზე უფრო მეტია. მოგეხსენებათ, რომ 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა გააუქმა საქართველოში მონარქია და მას შემდეგ საქართველოს მეფე არ ჰყოლია. მონარქიის საკითხის დასმისას, ეს კიდევ სხვა პრობლემებს იწვევს და ძალიან სერიოზულ პრობლემებს. მათ შორის იმას, თუ ვინ შეიძლება გამოცხადდეს საქართველოს მეფედ. ეს ერთი, მეორე-მონარქიულ ოჯახებში მომავალი მონარქის აღზრდა, მისთვის განათლების მიცემა, მისი ჩამოყალიბება, როგორც სახელმწიფოს ხელძღვანელად, ხდებოდა ბავშვობიდან და ეს ადამიანი, როცა მას უკვე უწევდა მონარქის თანამდებობის დაკავება, იყო მზად ამისათვის და ეს მზაობა ხშირად ათეული წლობით ყალიბდებოდა ხოლმე. ეს არის ჩემი აზრით სერიოზული პრობლემა და ამიტომ, პირადად მე არ ვარ მომხრე, კონსტიტუციური მონარქიის დადგენისა, მმართველობის ამ ფორმის შემოღებისა საქართველოსთვის“,-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა აუცილებლად გაიმართება. მისივე თქმით, კონსტიტუციურ მონარქიას პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად სიმშვიდე შემოაქვს.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)