2017-06-19 12:23:19, 2526 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონის პარტიამ "წინ რესპუბლიკა" ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ემანულ მაკრონის პარტიამ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში არსებული 577 ადგილიდან 300-ზე მეტი მოიპოვეს.
მედიის ცნობით, საპარლამენტო არჩევნების პირვერლ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა ბევრად მეტი იყო ვიდრე მეორე ტურის დროს.
რაც შეეხება პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, მარინ ლე პენს ის პარლამენტში 4-დან 8 ადგილამდე მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში, 11 ივნისს ჩატარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან