11:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 09:38:54, 1824 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  19 ივნისს +31 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმაა მოსალოდნელი,  ასევე შესაძლებელია სეტყვაც, 20 ივნისს +30 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმას პროგნოზირებენ, 21 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ზოგან ხანომკლე წვიმაა მოსალოდნელი.

დედაქალაქ თბილისში დღეს  ჰაერი +19  გრადუსამდე გათბება, დღე უნალექოდ ჩაივლის, 20-21 ივნისს +28 გრადუსი სითბო და ხანომკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს ბარში 19 ივნისს ზოგან ხანომკლე წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, 20 ივნისს +26 გრადუსი და უმეტეს რაიონებში ხანომკლე წვიმაა ნავარაუდევი, 21  ივნისს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ზოგან ხანომკლე წვიმას ელოდებიან.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურა ნავარაუდევი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics