11:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 10:03:23, 1882 ნახვა

საზოგადოება
პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ  პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთში მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი უკვე ამოქმედდა.

სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით 26 მაისის მოედანზე  სამუშაო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ოპერატიული დავალებები მისცა.  სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, თბილისის მთავრობისა და კომპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს. პროექტის ოპერატიული მართვა   26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან მოხდება.

„ჩატარდა სამუშაო შტაბის სხდომა, სადაც მივიღეთ ოპერატიული გადაწყვეტილებები. აღნიშნულზე დაყრდნობით, დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად მოძრაობა გახდა ცალმხრივი.  ამაღამვე  დაიწყება გზის დაზიანებული საფარის მოხსნის სამუშაოები. ხვალ დილიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით ხვალ დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. გეგმა-გრაფიკის მიხედვით პროექტი  ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ “, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით,  პროექტი მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.

მისივე თქმით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. „რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა

​(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics