11:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 17:31:46, 1601 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „კარიერული განვითარების“ შემაჯამებელი შეხვედრა ნაძალადევის რაიონის მედიათეკაში გაიმართა

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „კარიერული განვითარების“ შემაჯამებელი შეხვედრა ნაძალადევის რაიონის მედიათეკაში გაიმართა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ პროექტის - „კარიერული განვითარების“ - შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

მასში მედიაციის სახლის 30 ბენეფიციარი მონაწილეობდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და წარმატებული კარიერის დაგეგმვა.

შემაჯამებელ შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო და პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ იურისტები, ახალბედა დიზაინერები, სტარტაპელები.

მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს პროფესიული არჩევანისა და წარმატების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს. თეორიულ საკითხებთან ერთად, პროექტის დიდი ნაწილი დაეთმო დისკუსიებს, შემთხვევის/მაგალითების განხილვას, თემატურ სავარჯიშოებს და სხვა.

მედიაციის სახლის ბენეფიციარებმა მოისმინეს სხვადასხვა შინაარსის სესიები. მათ შორის - რა არის კარიერის თანამედროვე კონცეფციები; თვითშემეცნება და მისი გავლენა კარიერაზე; წარმატებული კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი; კარიერული გადაწყვეტილების მიღების პრობლემები; კარიერული დაგეგმვა და სხვა.

პროექტის ფარგლებში, ასევე, მოისმინეს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების შესახებ დეტალური ინფორმაციაც. „კარიერული განვითარების“ მონაწილეები საჯარო სკოლებიდან გადმომისამართებული დაინტერესებული მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მედიაციის სახლის სხვადასხვა სერვისს იღებენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში, რომელიც ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად შეჭირვებულ, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics