11:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 17:33:04, 2024 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ბინადრობის დოკუმენტი, ან მუშაობის უფლება აქვთ, ქვეყნის დატოვებას მხოლოდ ვიზით შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში ბინადრობის დოკუმენტი ან გრძელვადიანი მუშაობის უფლება აქვთ, ქვეყნის დატოვებისათვის ვიზა დასჭირდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას MK.RU ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გარდა, რუსეთის დატოვებისათვის ვიზა სჭირდება ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომლებსაც სპეციალური შეთანხმება გაფორმებული არ აქვთ.

უფლებადამცველის ბახრომ ისმაილოვის განცხადებით, შესაბამისი ინფორმაცია ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში არ გავრცელებულა, თუმცა ის ძალაში 7 ივნისიდან შევიდა.

ისმაილოვის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება საქართველოს, თურქმენეთის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ეხება.

გარდა ამისა, რუსული ტელეკომპანია "Дождь"-ის პროდიუსერის და ტელეწამყვანის ანა მონგაიტის ცნობით, მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მისი შვილების ძიძისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გასვლითი ვიზა მოითხოვეს.

როგორც მონგაიტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ადამიანებს, რომლებსაც რუსეთში ლეგალურად მუშაობის უფლება აქვთ, "რუსეთს ნებართვა უნდა სთხოვონ, იმისთვის, რომ ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ".

"მესაზღვრემ არა თუ არ გამოუშვი ძიძა ჩვენთან ერთად, არამედ 2 000 რუბლის ჯარიმა დააკისრა, იმის გამო, რომ უვიზოდ მოვიდა აეროპორტში. თავდაპირველად აეროპორტში მივედით იმ გათვლით, რომ ჩვენ ქართველ ძიძას ჰქონდა უვიზოდ მოგზაურობის უფლება, საქართველოში ამოქმედებული ვიზალიბერალიზაციის ხარჯზე, თუმცა სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა. უფრო მეტიც, როდესაც მესაზღვრესთან დავიწყეთ დიალოგი, გვითხრა, რომ მიმდინარეობს ვიდეოს ჩაწერა და თუ არ დავასრულებთ, ჩვენც მოგვხედავენ", - წერს ანა მონგაიტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics