11:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 16:36:09, 1870 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო: მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ხიკმერ გაჯიევმა განაცხადა.

როგორც ხაჯიევმა აღნიშნა, საკითხის განხილვა 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

"ამასთან, პლენარულ სესიაზე დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მიეღოთ აღნიშნული რეზოლუცია. კერძოდ, დეპუტატების ნაწილი რეზოლუციის მიღების გადადებას ითხოვდა, ნაწილი კი მის მიღებას. რეზოლუციის მიღების გადადებას 272 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი თავი შეიკავა", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა. 

შეგახსენებთ, რომ ე​ვროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics