2017-06-16 16:17:11, 2542 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
ლონდონის პოლიციის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
მედია საშუალების ცნობით, 12 დაშავებული საავადმყოფოში კვლავ რთულ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, გადაუდებელი სამსახურები მესამე დღეა, რაც სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.
სახანძრო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ გადარჩენილების პოვნა ვეღარ მოხერხდება, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სამძებრო სამუშაოების გაგრძელება ბრძანა.
მიუხედევად პრემიერის ბრძანებისა, პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ამოცნობა შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან