11:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 15:52:27, 2213 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გია ხუხაშვილი: უფრო დავით უსუფაშვილი შეუერთდა „ეროვნულ ფორუმს“, ვიდრე პირიქით

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მისთვის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პერსპექტივები ბუნდოვანია.

თუმცა, როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ  ზოგადად მესამე არჩევანზე  მოთხოვნილება ძალიან მაღალია, შესაძლოა,  არჩევნებზე რაღაც შედეგი აჩვენონ.

ამასთან, ხუხაშვილი სიის შემადგენლობიდან გამომდინარე, სადაც ახალი სახეების  ძირითადი ბაზა „ეროვნული ფორუმიდანაა“, ფიქრობს, რომ დავით უსუფაშვილი  „ეროვნულ ფორუმს“ შეუერთდა:

„გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მოთხოვნილება მესამე არჩევანზე ძალიან მაღალია, შეიძლება რაღაც შედეგი აჩვენო. საერთოდ, დავით უსუფაშვილი ქართული პოლიტიკისთვის არ არის დასაკარგი. ის პოლიტიკური ავტორიტეტია და ნამდვილად  მისასალმებელია მისი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, თუმცა მე ვერ გავიგე, რატომ ითვლება, რომ დავით უსუფაშვილმა შექმნა მოძრაობა, ძირითადი ბაზა ამ ახალი სახეების  ეროვნული ფორუმიდანაა. უფრო უსუფაშვილი შეუერთდა ეროვნულ ფორუმს, ვიდრე  პირიქით, ჩემი აზრით, ფორუმმა შექმნა ახალი პარტია და უსუფაშვილი შეუერთდა  მას. მისასალმებელია, ეს ადამიანები დასაკარგი არ არიან, მაგრამ  მათი პოლიტიკური პერსპექტივები ჩემთვის ბუნდოვანია. რაც შეეხება გამარჯვებას, ყველა დარწმუნებულია გამარჯვებაში. შალვა ნათელაშვილი 25 წელია დარწმუნებული, მაგრამ რაა?“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics