2017-06-16 12:49:38, 2428 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ამოცნობა, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს
ლონდონში, სახცოვრებელ კორპუსში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების ამოცნობა, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გადაუდებელი სამსახურები მესამე დღეა, რაც სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.
ამ დროისთვის, ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, თუმცა პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდოს.
სახანძრო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ გადარჩენილების პოვნა ვეღარ მოხერხდება, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სამძებრო სამუშაოების გაგრძელება ბრძანა.
მიუხედევად პრემიერის ბრძანებისა, პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ამოცნობა შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან