2017-06-16 09:31:28, 2183 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს დღეს მიიღებს
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს დღეს მიიღებს.
პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ.
საკითხის ირგვლივ გაიმართება დისკუსია.
სესიაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან