2017-06-15 23:28:18, 2524 ნახვა
მსოფლიო
ნიუ იორკში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - დაშავდა 10 ადამიანი
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა,- ამის შესახებ New York Daily News იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 1 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოაუჩინეს.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილის საჭესთან ქალბატონი იჯდა. ამასთან, შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან