2017-06-15 16:49:33, 2459 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში საბავშო ბაღთან მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 59 დაშავდა
ჩინეთში საბავშო ბაღთან მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 59 მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მშობლებს ბავშვები ბაღიდან გამოჰყავდათ.
როგორც მედია წერს, ჯერ უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი. ადგილზე სამართალდამცველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ამასთან, უცნობია იყო თუ არა ეს ტერაქტი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან