|
2017-06-15 16:36:11, 1948 ნახვა
ეკონომიკა
კინოპროდუქციის დაზღვევის შესახებ ღონისძიება 20 ივნისს გაიმართება
20 ივნისს, 15:00სთ-ზე, ქორთიარდ მერიოტის საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Circles Group“ წარმომადგენელი ენტონი ოსტერი, სადაზღვევო ბროკერის „MAI Georgia“ და სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით, კინოპროდიუსერებისათვის გამართავს პრეზენტაციას თემაზე: „კინოპროდუქციის დაზღვევა“. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს 20 ივნისამდე საშუალება ექნებათ გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია და დაუკავშირდნენ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენელს ქეთევან ჩუხუას ნომერზე: +995 555 749 921 (ელ- ფოსტა: kchukhua@enterprise.gov.ge) ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ შესაძლო რისკებს, რომლის დაზღვევა და ანაზღაურებაც შეიძლება კინოწარმოების დროს. ამასთანავე, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო ბროკერმა „MAI Georgia“ და „Circles Group“-მა ერთად უკვე დააზღვიეს ორი კინოპროდუქცია, კერძოდ, ფილმი Landmine Goes Click და სერიალი Paradox. სწორედ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, გადაღებების მსვლელობისას მომხდარი ორი ზარალი, სრულად იქნა ანაზღაურებული Circles Group”-ის მიერ. საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Circles Group“ მიმართულებაა სპეციალური რისკების დაზღვევა, დაწყებული კინოწარმოება მოსამზადებელი პერიოდიდან ფილმის მონტაჟამდე, ასევე ღონისძიებებისა და გამოფენების დაზღვევა (კონცერტი, შოუ, გამოფენა, სემინარი და ა.შ.) აღსანიშნავია, რომ „Circles Group“ უკვე 20 წელზე მეტია რაც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს და დღეისათვის 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამასთანავე, წლევანდელი კანის ფესტივალი და მასზე წარდგენილი რამდენიმე კინოფილმი, სწორედ Circles Group-ის მიერ იყო დაზღვეული. „MAI Georgia“კი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერ „MAI CEE“-ს წარმოადგენს და უკვე 10 წელია რაც წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივაა, რომლის განმახორციელებელი უწყებაა სსიპ „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს როგორც, აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღებების ცენტრად ქცევას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჯამში განხორციელდა 6 პროექტი, საიდანაც 5 ფილმზე გადაღებები უკვე დასრულებულია, რომელთა შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რიგით მე-6 ფილმის გადაღებები კი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება, სადაც 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
(NS)
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)