2017-06-15 15:53:36, 2220 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან აფეთქება მოხდა
ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
სამართალდამცველების თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
სოციალურ ქსელებში ფოტოები გავრცელდა, სადაც უამრავი ადამიანი მიწაზე წევს, არიან დაჭრილები მათ შორის ბავშვები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან