2017-06-15 12:31:04, 2460 ნახვა
კომენტარი მსოფლიო
კეტი პირი: საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანიდან დევნილების უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვაა საჭირო
ევროპარლამენტის დეპუტატის კეტი პირის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება შემაშფოთებელია.
როგორც პირიმ ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანიდან დევნილების უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვაა საჭირო,
"რაც მოხდა შემაშფოთებელია. აზერბაიჯანს ჰყავს ათობით პოლიტიკური პატიმარი. არსებობს ინფორმაცია, რომ გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულად. ეს ეჭვი უნდა გაიფანტოს და მეორეს მხრივ ეს არის ნიშანი იმის, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანიდან დევნილების უსაფრთხოებაზე მეტი საზრუნავია", - განაცხადა კეტი პირიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან