2017-06-14 16:48:06, 2399 ნახვა
მსოფლიო
ამერიკაში, ბეისბოლის მატჩზე რესპუბლიკელ კონგრესმენს ცეცხლი გაუხსნეს
ვირჯინიის შტატში ბეისბოლის მატჩის დროს რესპუბლიკელ კონგრესმენს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კონგრესმენი ვიპ სტივ სკელიზი დაიჭრა. კონგრესმენის გარდა დაიჭრა 4 ადამიანი.
კონგრესმენს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც BBC წერს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. ამ დროისთვის უცნობია თავდასხმის მიზეზი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან