21:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 14:11:20, 1929 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იონათამიშვილი ოპოზიციას: საკუთარ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ტომარა გადააცვით და მთელი გადაცემა ასე ამყოფეთ

„თქვენ ხართ ის გუნდი, რომელმაც  საკუთარ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადააცვით ტომარა და მთელი გადაცემა ტომარით ამყოფეთ. სხვა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს პროტესტი, მათ ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ  მოიხსნეს პროტესტის შემდეგ და თქვენი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან უნდოდა მოხსნა და წუხდა ამ ტომარის გამო, მაინც ბოლომდე ტომარაში ამყოფეთ“,-ასე უპასუხა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  რატი იონათამიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბაქოში გადაყვანის საკითხზე, ევროპული საქართველოს წევრის, სერგო რატიანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკას.

„არ მინდოდა,  ამ თემით დაწყება, მითუმეტეს, რომ დღეს არის 14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო და არ ვთქვა, რომ თქვენ ხართ ის გუნდი, ვინც საკუთარ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადააცვით ტომარა და მთელი გადაცემა ტომარით ამყოფეთ. სხვა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს პროტესტი, მათ ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ  მოიხსნეს პროტესტის შემდეგ და თქვენი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან უნდოდა მოხსნა და წუხდა ამ ტომარის გამო, მაინც ბოლომდე ტომარაში ამყოფეთ“,-აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება 14 ივნისს, რატი იონათამიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა  შშმ  პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ  მცდელობის მუხედავად, თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესი ჯეროვნად არ ხორციელდება.

„ შშმ პირთათვის ფიზიკური  გარემოს ადაპტირების  მხრივ კერ კიდევ სასურველი მდგომაროება არ არის. გვჭირდება ერთიანი, გააზრებული შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე დაფუძნებული პოლიტიკა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე. 2017 წელს ვიმუშავებთ აქტიურად, რათა შევქმნათ შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა  კანონის ახალ პროექტზე და ამიტომ  ჩნდება ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში, რომელიც ადმიანის უფლებებს ეხება და განსაზღვრავს  სახელმწიფოს  დამოკიდებულებას შშმ პირთა უფლების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, ამ ყველაფერს ეფექტური აღსრულების მექანიზმები გააჩნდეს“,-განმარტა რატი იონათამიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics