11:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 11:34:07, 3783 ნახვა

საზოგადოება კულტურა
ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი 2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებული სამშენებლო ხარვეზებია.

„აღმოჩნდა, რომ წვიმის დროს, გუმბათის თითქმის ყველა სარკმელზე გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათივ ჩანს წყლის ლაქები. სპეციალისტების დასკვნით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი, სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა. კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე, სადაც ახლად წარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი“, - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შპს „არქიტექტორები და კომპანიამ“ არსებული ნაკლოვანებები დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოასწოროს, რადგან აღნიშნულ ვალდებულებას სამშენებლო ჯგუფს საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე გაფორმებული ხელშეკრულება აკისრებს. 

ცნობისთვის, 16 ივნისს მხარეები თბილისში სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც აღდგენითი მეთოდოლოგია უფრო კონკრეტულად განისაზღვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics