|
2017-06-13 18:15:12, 1613 ნახვა
Lifestyle
სოციალურ ქსელში ბანერი გავრცელდა, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშეა ასახული
სოციალურ ქსელში სარეკლამო ბანერი გავრცელდა, რომელზეც საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული. აღნიშნულმა ფოტომ Facebook-ის მომხმარებლებში დიდი რეზონანსი და უკმაყოფილება გამოიწვია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სარეკლამო ბანერი სომხური კომპანიის იყო. თუმცა, როგორც გაირკვა, ბანერი საერთაშორისო კომპანია Enterprise Holding-ს ეკუთვნის. ხსენებული კომპანია მანქანებს მსოფლიოს მასშტაბით 85 ქვეყანაში აქირავებს. "ექსპრესნიუსი" დეტალების გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მათთვის 11 ივნისს გახდა ცნობილი. "საქარათველოს საელჩომ ერევანში მოახდინა მყისიერი რეაგირება. შედგა კომუნიკაცია, როგორც მანქანების გაქირავების კომპანიასთან ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით საქმე გვაქვს დიზაინერის შეცდომასთან და ბანერზე განთავსდება რუკის გასწორებული ვერსია", - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)