|
2017-06-13 17:56:09, 1935 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრემიერმინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასტანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრემიერმინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპები, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საგრძნობლადაა გაზდილი. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი ქვეყნების პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და ყაზახეთი ერთად ქმნიან შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. საქართველო იყო და არის ევროპასა და აზიას შორის არსებული კარიბჭე. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია უფრო მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის სარგებელი, ჩვენი სატრანზიტო როლი მჭიდრო და პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველია. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საყურადღებოა, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა, "აბრეშუმის გზა" და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართების გავლებას და საქართველოს სასაზღვრო ზოლთან, როგორც აფხაზეთის, ასევე, ცხინვალის რეგიონთან სამხედრო წვრთნებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სასურველია, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შეფასება საქართველოს რეგიონების ანექსიის მცდელობებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)