19:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 17:01:16, 2167 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა და გიორგი გახარიამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენს სავაჭრო ბალანსში დიდი ადგილი უჭირავს ენერგომატარებლებს და ტრანსპორტს, თუმცა,  უნდა გავააქტიუროთ სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ორმხრივი სავაჭრო პოტენციალი. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ  თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. მიგვაჩნია, რომ  მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პოტენციალის ერთობლივად გამოყენება იმისთვის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს და მათი მოზიდვა გამარტივდეს“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აბრეშუმის გზის ფორუმს და იმ სატრანზიტო დერეფნებს, რომელთა განვითარებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის. გიორგი გახარიას განცხადებით,  საუბარია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის, ასევე სამხრეთ–ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ქვეყნის პრემიერ–მინისტრთან, ასევე ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან. 

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics