00:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 10:44:33, 956 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა ევროკავშირს ურჩევს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ შეასუსტოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროკავშირს ურჩევს, სანამ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შესრულდება, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები ძალაში დატოვოს,

ამის შესახებ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა ანტირუსული სანქციები ძალაში უნდა დატოვოს მანამდე, სანამ მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებას არ დავინახავთ”, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მომავალ სამიტზე  რუსეთს გააგებინებენ, რომ სანამ მინსკის შეთანხმების ძირითადი პირობები არ შესრულდება, სანქციები არ შესუსტდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics