2017-06-12 15:31:07, 2605 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს
რუსეთის ოპოზიიც ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს, - ამიშ შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ნავალნი მოსკოვის ცენტრში, კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას გეგმავდა. ამ დროს სამართალდამცველებმა ის სახლის სადარბაზოში დააკავეს.
მედიის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ოპოზიციის სხვა წევრებიც დააკავეს.
ამასთან, როგორც ნავალნის მეუღლე Twitterის საკუთარ გვერდზე წერს, აქცია უცვლელად გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან