17:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 16:50:52, 2091 ნახვა

სამართალი
სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებიდან ერთი 100 ლარით დაჯარიმდა, მეორეს კი გაფრთხილება მიეცა

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კონგოში ტყვედ აყვანილი მფრინავის, სოსო ოსორაულის   მხარდამჭერ აქციაზე  დაკავებულები გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი მათგანი 100 ლარით დააჯარიმა, მეორე კი სიტყვიერად გააფრთხილა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ისინი  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ორი პირის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მათ საგარეო უწყებასთან აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ყოფნა გააპროტესტეს და  გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულების თქმით,   "ნაციონალური მოძრაობისთვის" სოსო ოსორაული მხოლოდ პოლიტიკური პროდუქტია.

ამავე თემაზე

http://www.epn.ge/index.php?id=47079





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics