10:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 15:07:09, 2049 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩუსი: რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება შედეგების გარეშე არ დარჩება

„რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება შედეგების გარეშე არ დარჩება“,-ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა  აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, დასანანია ის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც სახეზეა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიაში გამოიხატება.

"დასანანია ის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც სახეზეა, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიასა და საზოგადოების შუაზე გახლეჩაში, რაც ადამიანებს ნორმალური ცხოვრებაში უქმნის პრობლემებს. ეს ჩემი შეფასებით, ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება არ დარჩება შედეგების გარეშე“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა და დასძინა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში გამოსავალი საერთაშორისო ბერკეტებია.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიტვის ელჩთან და  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა, შემდეგ კი  სოფელ რუხში იმყოფებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics