2017-06-11 10:54:04, 2857 ნახვა
მსოფლიო
დღეს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება
დღეს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება.
ფრანგი ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის 577 წევრს მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.
67 ათას საარჩევნო უბანში უსაფრთხოებას 50 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი უზრუნველყოფს.
გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა „რესპუბლიკა მარშზე“ ლიდერობს.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებული მეორე ტურში 18 ივნისს გაირკვევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან