10:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 18:54:04, 2299 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ შევცვლით უკრაინას, ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით მთელ კავკასიას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ „გაზპრომის“ უმსხვილესმა აქციონერმა ბიძინა ივანიშვილმა „დაშალა ქართული არმია და ქართული კონტრდაზვერვა“ და არჩევნების გაყალბებით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, დარწმუნებულია, რომ ის და მისი თანამოაზრეები შეცვლიან უკრაინას, ბოლოს მოუღებენ პუტინს და იხსნიან მთელ კავკასიას.

„რადგან რეალურად ერთმა ოლიგარქმა ყველაფრის პრივატიზება მოახდინა. ეს არის „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი ივანიშვილი. მან, პირველ რიგში, დაშალა ქართული არმია და ქართული კონტრდაზვერვა, ანუ ის ინსტიტუტები, რომელთა არსებობაც რუსეთს აღელვებდა. და მან დაიწყო რუსეთთან ისეთი საკითხების გარშემო თანამშრომლობა, რაზეც არ უნდა მიდიოდეს დამოუკიდებელი და თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი. და უკვე პირველმა ბზარმა იჩინა თავი კორუფციის სახით. და მეორე, რაც მე მაღელვებს, არის ის, რომ იგი რეალურად აყალბებს არჩევნებს და, როგორც ნამდვილი ოლიგარქი, განაგრძობს ძალაუფლების მითვისებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხი ამას დიდხანს არ მოითმენს, რადგან საქართველოს ხალხმა ერთხელ უკვე სცადა შეეცვალა ცხოვრება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანამოაზრეები შეცვლიან უკრაინას, ბოლოს მოუღებენ პუტინს და იხსნიან მთელ კავკასიას.

"აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომში რამდენიმე ასეული პროფესიონალი ქართველი სამხედრო იბრძვის. მათგან 12-13 ქართველი ოფიცერი უკვე დაიღუპა. „ბევრ მათგანს პირადად ვიცნობდი, ამიტომ ეს ჩემი პირადი ტრაგედია და ტრავმაა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი შეეხო ჩეჩნების როლსაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებაში და განაცხადა, რომ ჩეჩნების მონაწილეობა ძალიან ფასეული აღმოჩნდა აღმოსავლეთ უკრაინაში.

„პუტინმა უკრაინაში შეაგზავნა კადიროვის მომხრე დაქირავებული მებრძოლები და ის, რომ უკრაინას ჩეჩნები იცავენ, ეს კარგად წარმოაჩენს თავად ჩეჩნებს. რუსეთის იმპერიის ბედი წყდება უკრაინაში, მათ შორის წყდება ჩეჩენი ხალხის და საქართველოს ბედი და ჩეჩენი მამაკაცები და ქალები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ომობენ, ისინი ჩეჩნეთის თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. ეს ჩემში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ჩვენ შევცვლით უკრაინას, ბოლოს მოვუღებთ პუტინს და ვიხსნით მთელ კავკასიას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics