10:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 13:57:19, 1971 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი 10-13 ივნისს, ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართება საქართველო-ლიტვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თანა-თავმჯდომარეობით, რის შემდეგაც გაიმართება ხელმოწერის ცერემონია.  აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიტვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიტვური მხარის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში. კომისიის სხდომის ფარგლებში განხილულ იქნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგში არსებული საკითხები და პროგრესი, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა.  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია  გაიმართება.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩას, შამგონის დაზიანებულ ხიდს, ენგურის ხიდს, სოფელ რუხის საავადმყოფოს და ენგურის კაშხალს. ლინას ლინკევიჩუსი გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალსაც შეამკობს გვირგვინით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics