10:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 20:49:40, 2205 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ვენეციის კომისიის დასკვნაზე ორიენტირების ნაცვლად, შეთითხნილ კონსპირაციის თეორიაზე გადავედით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გადაცემა „რეაქციაში“ გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გაჩნდა მოგონილი თემა, რომ საიდანღაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა.

 „დღევანდელი დღე ბოლო 6 თვის შეჯამებაა. კრიტიკა იწყება არა იმ საკითხების განხილვით, არამედ უცებ ჩნდება მოგონილი თემა.  მოგონილი თემა, რომ საიდანღაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა, მთელი დღე მედია საუბრობს არა იმ შინაარსზე, რომელიც არის ამ დოკუმენტში, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა ბოლო ოთხი  თვე, არამედ ვსუბრობთ იმაზე თუ საიდან გაჟონა ინფორმაციამ.

ეს არის შეჯამება ბოლო 6 თვის.  ბოლო 6 თვე  საზოგადოება ცხოვრობს აი ამ პროცესით, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მოგონილი პროცესით ერთმანეთთან დაპირისპირების,  კონსტიტუციის შექმნის, ბრალდებების და ა.შ.  რას ვარკვევდით ბოლო 6 თვე ? რაზე მოგვცა შეჯამება ვენეციის კომისიამ ?  თურმე დემოკრატია ნიშნავს, რომ ხმას რომ მისცემს ამომრჩეველი ის ადამიანი პროპორციულად იქნას წარმოდგენილი პარლამენტში. აი ამ ჭეშმარიტებას ვარკვევდით მთელი ერი და პარალელურად მიდის ბრალდებები. თურმე დემოკრატიული საზოგადოება  სახელმწიფო გულისხმობს ძალთა ბალანსს და ინსტიტუტების  მიერ ერთმანეთთან  გაწონასწორებას. ცივილიზებული, მწიგნობარი ერი ექვსი  თვეა ამას ვარკვევდით და  ვენეციის კომისიას უნდა ეთქვა ეს ჩვენთვის.

იმის მაგივრად, რომ კონცენტრირებული ვყოფილიყავით რა დაწერა ვენეციის კომისიამ, გადავედით შექმნილ, შეთითხნილ კონსპირაციის თეორიაზე,ისეთი მიუღებელი ფორმებით,რომელსაც ნამდვილად სჭირდება  ახლობლების,  მეგობრების დარიგება, რომ აი ასე არ შეიძლება“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე კობახიძეს ხომ არ სჭირდება დარიგება?

მარგველაშვილმა დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც  მედიის საშუალებით უხამსად ურთიერთობენ ერთმანეთთან, საჭიროა ვიღაცამ უთხრას, რომ ეს საქართველოა და ურთიერთობის სხვა კულტურა არსებობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics