19:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 18:01:05, 2332 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარება“ - „პაშა ბანკმა“ MEETING ROOM-ის ფარგლებში, მესამე კონფერენცია გამართა

„პაშა ბანკმა“ სასტუმრო „რედისონში“ პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს კონფერენცია „ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“ გამართა. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „პაშა ბანკის“ კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ აღნიშნა, კონფერენციის თემა ჯანდაცვის დაფინანსებასა და ჰოსპიტალურ სექტორს შეეხო. 

„ეს მესამე კონფერენციაა. პირველი ენერგიისა და სასტუმროების დაფინანსებას ეხებოდა. ამჯერად, კონფერენციის თემა ჯანდაცვის დაფინანსება იყო. ჩვენ ასევე ჰოსპიტალური სექტორი მიმოვიხილეთ. ეს სექტორი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა.  ვთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს - კომერციულ საბანკო მომსახურებას, საერთო საბანკო მომსახურებას, სესხები, სავაჭრო დაფინანსება, ობლიგაციების ემისია და სხვა. საკმაოდ მცირე წილი უჭირავს  ამ დროისთვის ჯანდაცვის სექტორს ჩვენს  ბიუჯეტში, 5%-ზე ნაკლები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ცოტა ხანია რაც ბაზარზე ვართ.  გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ კრიტიკული მასა ავწიოთ ნებისმიერ სექტორში“,-განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ პოტენციურ კლიენტებს ჯანდაცვის სექტორში დაფინანსების კუთხით საკუთარ შესაძლებლობებს შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას ისახავდა მიზნად.

კონფერენციაზე სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები განიხილეს: საქართველოს  ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუციელებლი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების  დანერგვა განვითარებად და დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვა.

შეგახსენებთ, MEETING ROOM „პაშა ბანკის“ მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სექტორზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების სერია, რომელიც ახალ პლატფორმას ქმნის აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების  გასაზიარებლად.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics