10:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 13:42:59, 1978 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრა გახსნა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული „პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიმართეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

ღონისძიების მონაწილეებმა  მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე, ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრეს. აგრეთვე, იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ  ვიზების ლიბერალიზაციის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე, თუ  კონკრეტულად რას ვაკეთებთ და  რას  ველით. ვფიქრობ, რომ მობილობის გაზრდა ჩვენი თანამოქალაქეების-არა მხოლოდ ტურისტული მიზნებით მოგზაურობის უფლება შენგენის სივრცეში, არამედ ლეგალურდ დასაქმების უფლება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფლების გახსნა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე, ეკონომიკური ინტერგარიის თვალსაზრისით ევროკავშირთან. 2012 წლის მერე ეს შეხვედრა არ ჩატარებულა და ალბათ ვიზის ლიბერალიზაციამდე  ლოგიკურიც იყო.  ახლა კი ამის ინტესიფიკაცია არის ძალიან აუცილებელი. ჩვენი უწყება ყველანაირად  ხელს შეუწყობს, რომ ყველა ამ ინიციატივაში ჩართულ დელეგაციებთან დასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გავაძლიეროთ თანამშრომლობა.“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეხვედრაში ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების (DG Home, DG Near, EEAS/ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში), „პარტნიორობა მობილობისთვის“ დეკლარაციაზე ხელმომწერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა.

ინფორმაციისთვის: "პარტნიორობა მობილობისათვის" (Mobility Partnership) ინიციატივა მიზნად ისახავს მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას მიგრაციის ნაკადების მართვისა (აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი, პოლიტიკის ჩამოყალიბება) და ლეგალური მიმოსვლის შესაძლებლობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გააქტიურებას.

"პარტნიორობა მობილურობისათვის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, მათ შორის ე.წ. "ცირკულარული მიგრაციის" საშუალებით. ეს სქემა იძლევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლეგალურად დასაქმების, სწავლის, ტრეინინგების გავლის  შესაძლებლობას და შემდგომ მათ დაბრუნებას საქართველოში. აღნიშნული სქემა, ასევე, ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics