2015-01-14 13:11:05, 336 ნახვა
სერგეენკო: თუ ჩავედი უკრაინაში, ალექსანდრე კვიტაშვილს შევხვდები
„პროტოკოლის განუყოფელი ნაწილია და თუ ჩავედი უკრაინაში, მაშინ შევხვდები ჩემს კოლეგას“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მთავრობის წევრების უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციის წევრების ზუსტი ვინაობა თვის ბოლოს დაზუსტდება.
„უკრაინაში ვიზიტის დეტალები თვის ბოლოს დაზუსტდება. ასევე, გაირკვევა დელეგაციის წევრების ვინაობაც. მე ვფიქრობ, პროტოკოლის განუყოფელი ნაწილია, როდესაც სხვა ქვეყნაში შენს კოლეგას შეხვდები და თუ ჩავედი, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგას შევხვდები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან