2017-06-07 16:34:15, 2538 ნახვა
მსოფლიო
France Press-ის ინფორმაციით, მიანმარის თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს
მიანმარის სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც რადარებიდან ცოტა ხნის წინ გაქრა, ზღვაში ვერტმფრენებით ეძებენ, - ამის შესახებ France Press იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 116 ადამიანი იმყოფება. ის მიეიკიდან იანგუნის მიმართულებით ახორციელებდა ფრენას.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში სამხედროების ოჯახის წევრები ისხდნენ.
თვითმფრინავთან კავშირი იმ დროს გაწყდა, როცა თვითმფრინავი ანდამანის ზღვის თავზე იმყოფებოდა.
როგორც France Press ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ზღვაში თვითმფრინავის ფრაგმენტებია ნაპოვნი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან