|
2017-06-07 12:47:53, 750 ნახვა
სამხედრო
საქართველოში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. უწყების ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა. ლევან იზორიამ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება. საქართველოს სახელით, ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას. შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ყურადღება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საქმიანობაზეც გაამახვილა და კოლეგას გამოცდილების გაზიარების მიზნით JTEC-ში უკრაინელი ექსპერტის მოვლინება შესთავაზა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები კი, 2019 წელს JTEC-ში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. შეხვედრის დასასრულს კი, ლევან იზორიამ უკრაინელი კოლეგა საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასა“ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე მოიწვია. გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრება და გმირთა მემორიალს გვირგვინით შემაკობს. (NS)
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)