17:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 09:46:22, 2164 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
თალაკვაძე მუხთარლის საქმეზე: ამოღებულია 30-ზე მეტი ჩანაწერი - ბაქოს ჟურნალისტის დაკითხვის მოთხოვნით უკვე მივმართეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა 30-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამოიღეს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ უკვე მიმართა აზებაიჯანის მხარეს მოთხონვნით, რომ ქართველ გამომძიებლებს მუხთარლის გამოკითხვის საშუალება აზერბაიჯანში მიეცეთ. 

„სასამართლო განჩნებებით უკვე ამოღებულია 30-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ტომარა რომ მოგეხსნათ, ბატონი შალვა (ხუციშვილი) დეტალურად მოგიყვებოდათ ამის შესახებ. ასევე მიდის სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით. იქ არის რამდენიმე ათასი ზარი განხორციელებული, იმ მონაკვეთში. ესეც სამართალდამცავებმა უნდა გაშიფრონ, თუ ვინ როდის იმყოფებოდა იმ მოკვაეთში.

ასზე მეტი ადამიანია დაკითხული ამ საქმეზე და კიდევ მიმდინაროებს ეს პროცესი. საქართველომ უკვე მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ ბატონი მუფთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. და ეს დაკითხვის ოქმიც დაერთოს საქმეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

იგი მუფთარლის გარაცების საქმეში ქართული მხარის ჩართლობას გამორიცხავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics