09:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 18:32:22, 1947 ნახვა

პოლიტიკა
კახა კახიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკენზი-სმიტს უმასპინძლა. 

კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. 

მინისტრმა ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, „არაღიარების პოლიტიკის“, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ჯასტინ მაკენზი-სმიტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ სისტემაში გატარდა ძირეული რეფორმები მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. 

ამ მიზნით, 40-მდე კანონში ცვლილებები შევიდა და მინისტრის 350-ზე მეტი ბრძანება გამოიცა. 
მინისტრმა „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა.  
კახა კახიშვილის განცხადებით, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ. 
მნიშვნელოვანი სიახლეა მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება და შინაპატიმრობის, როგორც სასჯელის ალტერნატიული სახის დანერგვა ახლა უკვე სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც. 

„სამინისტრო განაგრძობს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, თანამედროვე, მოქნილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის მშენებლობის მიზნით. სამინისტროს ინიციატივაა 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულ/ბრალდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ასაკისათვის შესაბამისი პროგრამებით, რომლებიც საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის,  ჯასტინ მაკენზი-სმიტს განცხადებით, სამომავლოდ გამოცდილებათა გაზიარების უზრუნველსაყოფად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„დიდი პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და განხორიელებულ რეფორმებზე ინფორმაციის მიღება. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, მჯერა, რომ საზოგადოებაზე, მის ღირებულებებზე მეტყველებს, ის, თუ როგორ ექცევა ქვეყანა მსჯავრდებულებს. გილოცავთ საჭირო რეფორმების გატარებას, რომელთაც პოზიტიური გავლენა ჰქონდა პენიტენციურ სისტემაზე“, - აღნიშნა ჯასტინ მაკენზი-სმიტმა.

მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics