09:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 12:39:26, 2131 ნახვა

პოლიტიკა
მერობის კანდიდატზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე უახლოეს მომავალში იმსჯელებენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიღებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც კანდიდატის წარდგენაზე გადაწყვეტილება მიიღება:

"პარტიას აქვს თავისი  პროცედურები კანდიდატის დასახელების. ეს პროცედურები ჩვენ არ გაგვივლია. პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც შედგება პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, შესაბამისად როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და ჩვენ უნდა დაველოდოთ პოლიტსაბჭოს სხდომას,  სადაც მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. ეს მოხდება უახლოეს მომავლში",-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში უკვე ადასტურებენ, რომ მერის თანამდებობაზე ვიცე პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის კანდიდატურა განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics