09:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 12:37:42, 1885 ნახვა

პოლიტიკა
„ენმ“ პრემიერ-მინისტრს მღებრიშვილის, გომელაურისა და ჯეჯელავას თანამდებობებიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს მიმართავს და მოუწოდებს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ვიცე-პრემიერი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლოს.

პატიის წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას მიაღწევს.

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მოტაცება, როგორც ეს აქტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა  და ევროპის კავშირმა შეაფასა, ყოველ მიზეზს გარეშე კონკრეტული პირების მიერ საკუთარ თავზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ეს და ყველა მსგავსი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ფაქტი ყველანაირ პერსპექტივას უსპობს ჩვენს ქვეყანას,  საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ადექვატური რეაგირება მოახდინოს, რასაც ის დღემდე, შეგნებულად არ აკეთებს. მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს, რომ გადააყენოს დაკავებული თანამდებობებიდან შს მინისტრი მღებრიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელი გომელაური და ვიცე-პრემიერი ჯეჯელავა, ვინც მთელი ამ პროცესის განმავლობაში უტიფარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს ქართული საზოგადოების თვალის ასახვევად და მოსატყუებლად. თუ დასახელებული პასუხისმგებელი პირები არ გადადგებიან, ან მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, მაშინ ჩვენ მივაღწევთ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ჩვენს მთავარ თანამებრძოლ ქართველ ხალხთან ერად“, - განაცხადა ნიკა რურუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics