2017-06-05 09:38:14, 2109 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება.
ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ 1tv.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გიორგი ბადაშვილი ამ დროისთვის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, თუმცა მისი სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან