2017-06-04 18:04:47, 2505 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის პოლიციამ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა
ლონდონის პოლიციამ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში ინციდენტი ორ ადგილას მოხდა.
თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს სავაჭრო უბან Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან