|
2015-04-16 19:47:04, 5833 ნახვა
კულტურა
გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ვენტა კოცერე საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო დიდად აფასებს იმ საქმიანობას, რომელსაც ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა და მისი დირექტორი ახორციელებს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ. ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიურ ბიბლიოთეკაში არსებული ქართული საინფორმაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც გასულ წელს გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა საგანმანათლებლო ცენტრს ქართული ლიტერატურული გამოცემები გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკაში გამოფენილი ქართველი მხატვრის ნუგზარ პაქსაძის ნახატებიც დაათვალიერა. ვენტა კოცერეს დაჯილდოების ცერემონიას რიგაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართული დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)